12:38 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 10:15:42, 3189 ნახვა

სამართალი
სუს-მა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს  მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სუს-მა განუცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 23 მაისს დაიწყო.  გამოძიებით დგინდება, რომ მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“   საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელი ზედამხედველობას უწევდა, ქ. ფოთში,  შპს “TAHAL GROUP B.V.“-ისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის პროცესს. იმ მოტივით, რომ საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელს, ინფრასტრურქტურულ პროექტში ჩართული კომპანიის შპს ,,პოზიტივ ფაილის“ მფლობელისათვის პრობლემები არ შეექმნა, გაჭიანურებული სამუშაოების შესახებ დამკვეთისთვის არ ეცნობებინა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ უზუსტობებზე რეაგირება არ მოეხდინა, შპს-ს ხელმძღვანელს 2018 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მოსთხოვა და გამოართვა 44 000 ლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით), რაც სასჯელის სახით  ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics