|
2020-07-01 11:19:09, 2399 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული თემურ კახიძე, „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა
ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა სიახლის შესახებ გაცნობოთ. ჩვენ ვიმყოფებით აჭარაში, ბათუმში. „ევროპული საქართველოს“ გუნდს შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან , თემურ კახიძე. მიზეზებზე, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი თავად ისაუბრებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბატონმა თემურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება მთელი „ქართული ოცნება“ ატრიალდა, მთელი ღამის განმავლობააში სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად ტრიალებდნენ, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მიღწიეს და ნახეს რომ თემურის გადაწყვეტილება იყო მყარი და პრინციპებზე დაფუძნებული, დილით მოასწრეს და ძირდამპალი ხელისუფლების კლასიკურ ქრესტომატიული ჟანრის მიხედვით იხელმძღვანელეს და ბატონი თემური დილით გარიცხეს ფრაქციიდან. ეს კიდევ ერთხელ დაანახებს საზოგადოებას „ქართული ოცნების“ სახეს“, - განაცახადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)