|
2020-07-01 11:21:43, 18343 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. „ისევ სტაბილური სიტუაცია გვაქვს. მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს. 3 ახალი შემთხვევიდან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევებია და 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვენს ცენტრში 2 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა 1 პაციენტი და დაგვრჩა 22 კოვიდინფიცირებული. ამ ორივე ახალი პაციენტის მდგომაროება სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ასევე სხვა პაციენტების ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია, არსად არ შეინიშნება პროგრესირება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)