|
2020-07-01 11:11:03, 22333 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 47,000-ზე მატი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 47,000-ზე მატი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. სააგენტოს ცნობით, პანდემიის დაწყების დღიდან ეს ყველაზე დიდი ყოველდღიური მაჩვენებელია. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა, გაორმაგდეს. ამჟამად, აშშ-ში პანდემიის ახალ ეპიცენტრებს კალიფორნიის, ტეხასისა და არიზონის შტატები წარმოადგენს, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა ფიქსირდება. „აშკარაა, რომ ჩვენ ახლა არ ვართ კონტროლირებად სიტუაციაში“, - ასე განუცხადა აშშ-ს სენატის კომიტეტს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ. „შეწუხებული ვარ, რადგან ეს შეიძლება ძალიან ცუდი იყოს“,- ამბობს ის. ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობის ზრდამ ყოველდღიურად შესაძლოა, 100,000-ს მიაღწიოს. აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. COVID-19-ს ქვეყანაში 130 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)