22:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 10:39:59, 3305 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და გაუპატიურების მცდელობისთვის მ.დ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6  წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ 2017 წლის 7 აგვისტოს, მისი ნაცნობის მ.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, რა დროსაც დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლომ  2019 წლის 9 ივლისის   განაჩენით მ.დ.  წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6  წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics