|
2020-06-30 15:40:02, 2017 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არჩევნებში მოსყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებში მოსყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება ამომრჩეველთათვის გადაადილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ კანონსა და უფასო საეთერო დროსაც. „ასი ლარის ზევით, ასევე ას ლარზე ქვევითაც მოსყიდვის შემთხვევის შემთხვევებში გამკაცრდება კანონი. 25 მეტრიან დისტანციასთან დაკავშირებით გვაქვს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ადამიანის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება იზღუდება. თუ ნებისმიერი სახით მოხდება ადამიანის გადაადგილების შეფერხება, ესეც უკვე იქნება საარჩენო რეგულაციის დარღვევა. რაც შეეხება უფასო საეთერო დროს, ბუნებივია, როდესაც პარტიას აქვს მისთვის მინიჭებული უფასო საეთერო დრო, ეს უნდა გამოიყენოს აგიტაციისთვის, ასე ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში, საქართველოში ასე არ ხდებოდა, თუმცა უნდა მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საარჩენო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)