|
2020-06-30 14:18:11, 1713 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. „ხოფის ბაზრობის" მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან
მცირე მეწარმეები, რომლებიც ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, გათავისუფლდებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. აღნიშნულის შესახებ გაცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად აცნობა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს ბრძოლა ეკონომიკურ კრიზისთან და კრიზისით გამოწვეულ შედეგებთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ მოქალაქეებს. ,,ე.წ. „ხოფის ბაზრობის" მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი კომუნიკაცია უკვე კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მათ მესაკუთრეებმაც გამოხატეს მზადყოფნა გაავრცელონ შესაბამისი შეღავათები იქ მომუშავე ადამიანებზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არ არის დრო გავზარდოთ გადასახადები და გადასახადების თვითნებურად გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდება", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ე.წ. ხოფის ბაზრობაზე საქმიანობას 1405 მოიჯარე ეწევა. ისინი პირველი ივლისიდან, 5 თვის ვადით, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადებისგან. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის გადარჩენას და შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულები სახელმწიფოსგან სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)