|
2020-06-29 16:02:50, 1747 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებები ვისთვის იყო ისტორიული და ვისთვის ისტერიული, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს
საკონტიტუციო ცვლილებების მიღება ვისთვის იყო ისტორიული და ვისთვის ისტერიული, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, აღნიშნული ცვლილებები იძლევა შესაძლებლობას, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და არ იყოს ორ პოლიტიკურ პოლუსში ჩარჩენილი. „ცვლილებების იმის შესაძლებლობას აჩენს, რომ მომავალი პარლამენტი იყოს უფრო მრავალპარტიული. დაბალი ბარიერის პირობებში არ იქნება ხელოვნური ჯგუფები. ეს ცვლილებები იმის შესაძლებლობას აჩენს, რომ აღარ იყოს პარლამენტი ორ პოლიტიკურ პოლუსში ჩარჩენილი და გაცილებით მეტი შანსი მისცეს პარტიებს. ჩემთვის ეს ცვლილებები არის შანსი, ამ ქვეყანაში არჩევნების გზით მოხდეს ცვლილება და მოიტანოს უკეთესი პოლიტიკური ვითარება, უკეთესი რეალობა მოსახლეობისთვის და მოქალაქეების ხმა მეტად ისმოდეს. ვინ რა პასუხისმგებლობით შეხვდება ამომრჩეველს, ეს გამოჩნდება 31 ოქტომბერს. ვისთვის იყო ისტორიული და ვისთვის ისტერიული, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით იმ პროცესს, როცა სამართლიანი შეიძლება იყოს პროცესები“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)