|
2020-06-29 15:47:00, 7693 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 8 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 8 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი რჩება, რომლის მდგომარეობაც თანდათანობით უმჯობესდება. „8 კოვიდინფიცირებული გვყავს. ვფიქრობთ, რომ დღეს ერთი შეიძლება გავუშვათ, გააჩნია, როგორი იქნება ფილტვის მდგომარეობა, ნეგატიური ტესტი არის, მაგრამ მაინც რჩება პნევმონია, დღეს გადაკონტროლდება. რაც შეეხება მძიმე პაციენტს, მისი მდგომარეობა თანდათანობით გაუმჯობესდა, ბევრად უკეთ არის, მართვით სუნთქვაზე კი რჩება, მაგრამ ფილტვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. „ცხელების ცენტრში“ მომართვიანობაც შედარებით იკლო ჩვენთან ამ ბოლო ხანებში და ეს კარგია, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ თანდათანობით მუშაობის ჩვეულ რეჟიმში შეიძლება გადავიდეთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)