|
2020-06-29 11:20:33, 15322 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. „ჩვენთან გუშინ მოთავსდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ის გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ის არის აზერბაიჯანის მოქალაქე და შემოსულია აზერბაიჯანიდან. გუშინდელი მონაცემებით, ჩვენთან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 24 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ბოლო დღეებში შემოსული პაციენტების მდგომარეობა შესაძლებელი იყო დამძიმებულიყო, მაგრამ ეს ასე არ განვითარდა. არც ერთ მათგანთან დაავადების პროგრესირებას ადგილი არ ჰქონია. გვყავს საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)