|
2020-06-29 11:09:51, 1260 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებში დანაშაულებრივი ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობის“ მონაწილეობა, არაფრის მომცემი არ იქნება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში დანაშაულებრივი ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობის“ მონაწილეობა, არაფრის მომცემი არ იქნება. მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მმართველი გუნდი როგორ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზეც დაუჭერს მხარს. „ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე. საარჩევნო სისტემის ცვლილება ემსახურება ჩვენი ქვეყნის შემდგომ მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. რაც შეეხება დანაშაულებრივ ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი მონაწილეობა არაფრის მომცემი არ იქნება. მათ უკვე საერთაშორისო დონზე მოიჭრეს თავი იმ შეთანხმებიდან გასვით, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ და მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებას მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)