|
2020-06-28 18:52:00, 2073 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი -დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები პატიმრობის დასაბუთებასთან დაკავშირებით და 17-ვე პირის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. „დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობდა იმის საფუძვლები, რომ ბრალდებული პიროვნებების გათვალისწინებით, ასევე მათი მოქმედებების და სხვა უამრავი ქმედების გათვალისწინებით, რომელიც საქმის მასალებით დგინდებოდა, მოსამართლეს გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. საფრთხეები არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე აკეთებდნენ. სრულყოფილი ინფორმაცია არ არის მოწოდებული გამოძიებისთვის“, - აღნიშნა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)