|
2020-06-28 15:21:27, 2078 ნახვა
სამართალი
მორაგბეების ადვოკატი - მოსამართლე ძალიან ჩქარობს, არც მომისმინა - ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიაში
„მოსამართლე ძალიან ჩქარობს, არც მომისმინა - ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიაში“ , - ამის შესახებ დაკავებული მორაგბეების ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებულ ვიდეო კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფები არანაირ ძალადობრივი ქმედებაში არ ფიგურირებენ და საქმის განხილვაში პოლიტიკური ნიშნები გამოიკვეთა. „10 წუთში ჩამოაყალიბეს ის საფრთხეები, რაც არსებობს ყველა ბრალდებულის მიმართ. ჩვენ თუ მართლა მივემალებით გამოძიებას, მინიმუმ უნდა იყოს, რომ საზღვართან დაგვიჭირეს ან თუ ჩვენ მოწმეებზე მოვახდინეთ ზემოქმედება, უნდა იყოს, რომ რომელიმე მოწმის ახსნა-განმარტება.ბრალდების მხარემ გამოაქვეყნა „ტოიოტა კამრის“ ტიპის მანქანის გადაადგილება, ნათლად ჩანს, რომ რამოდენიმე წამით გადადიან ეს ადამიანები, თუმცა სამწუხაროდ, ბრალდების მხარემ თქვა, რომ ჩვენ ვინმეს დავედევნეთ და ბრალდების მხარემ აღიქვა, რომ თურმე, ჩვენ ვინმეზე მცდელობა გვქონდა ძალადობის. მოსამართლე ჩქარობს, არც მისმენდა და არც უნდოდა მოესმინა. ეს მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილია ეს საქმე და სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ეს საქმე სამართლებრივ ჩარჩოებს გასულია. ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიაში“ , - განაცხადა ალექსანდერე კობაიძემ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პროცესი ისევ მიმდინარეობს და სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურა 17-ვე ბრალდებულის დაკავებას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)