|
2020-06-28 10:35:41, 1514 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - ბერა საამაყო მამის საამაყო შვილია და აი ამას პოლიტიკურად „მეძავი" ჟურნალისტები ვერ იტანენ
„ბერა საამაყო მამის საამაყო შვილია და აი ამას პოლიტიკურად „მეძავი" ჟურნალისტები ვერ იტანენ“ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაც-კლასტერს“ უნდა რცხვენოდეს და მშვიდად დაელოდონ პოლიტიკურ აღსასრულს. „ნაც-კლასტერის და მათი რუპორების უსინდისობას საზღვარი არ აქვს!!! ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება მათი ცხოვრების წესია. დღევანდელი ამბავი არაა ეს. მათი შექმნის დღიდან სიბოროტეს და ცილისწამებას აფრქვევენ კრიმინალი პოლიტიკოსები და მათი მავნებლები მავნებელი „სამეტყველო აპარატები". ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი, „მტრობა" წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა, და კიდევ იმით, რომ ნაც-ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს! ბერა საამაყო შვილია საამაყო მამის და აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად „მეძავი" ჟურნალისტები! გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრული! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!!!“, - ვკითხულობთ დავით მათიკაშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)