|
2020-06-27 21:16:49, 9141 ნახვა
სხვადასხვა
ნიკოლოზ გაგუა - 2021 წლისთვის დაგეგმილია მთავრობის ვალის მაჩვენებლის ეტაპობრივად შემცირება
ბოლო პერიოდში პანდემიის გამო, კორექტირებული ბიუჯეტის გამო აქტუალური გახდა ვალების თემა. მოგეხსენებათ, ამ კვირას დამტკიცებული პროექტით, საერთო ჯამში საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა და მისი თანაფარდობა მთლიანი შიდა პროდუქტის 54.4%-ს აღწევს. გასაგებია, რომ ვალს ადამიანიც და ქვეყანაც გადაუდებელი აუცილებლობის გამო იღებს. თუ ადამიანს არ გაქვს კარგი საკრედიტო ისტორია, როგორც ბანკები არ მისცემს სესხს, ასევე ქვეყნის შემთხვევაშიც. რომ არა მთავრობის სწორი პოლიტიკა, მაკროეკონომიკური სიძლიერე და ვალის მდგრადობის უზრუნველყოფა, ქვეყანა ვერ მიიღებდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უპრცედენტო მხარდაჭერას. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ აღნიშნავს, გაზრდილი დაფინანსების პოლიტიკა კოორდინირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. მიმდინარე პანდემიის ფონზე, მათ მიერ დადებითად იქნა შეფასებული მთავრობის მიერ განხორციელებული სასესხო პოლიტიკა. მისი თქმით, რომ არა ქვეყნის მაკროეკონომიკური ფუნდამენტის სიძლიერე და ვალის მდგრადობის უზრუნველყოფა, საქართველო ვერ მიიღებდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაგეგმილ რესურსს. მიუხედავად არსებული მაჩვენებლებისა საქართველოს არ შეექმნება პრობლემა ფინანსური მდგრადობის კუთხით. „ ვალის აღება რეალურად არის რეაგირება საერთაშორისო გლობალური გამოწვევის მიმართ და ვთვლით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ყველა ციფრი 60%-ზე დაბლაა და ეს საგანგაშო ნიშნულად არ ითვლება. მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ფისკალური სექტორი მომავალშიც ორიენტირებული იქნება და ეს ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 54 პროცენტიანი ნიშნული, ეს იქნება პიკი და მან უნდა დაიწყოს დაღმასვლა“, -აცხადებს ნიკოლოზ გაგუა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2021 წლისთვის დაგეგმილია მთავრობის ვალის მაჩვენებლის ეტაპობრივად შემცირება და იგი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდება კრიზისამდე არსებულ პარამეტრებს. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო კი თავის მხრივ 2021 წელს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპით აღდგენის საფუძველს შექმნის. შეგახსენებთ, რომ საქართველო იყო პრქტიკულად პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაფინანსება მიიღო და შემდეგ ეს სიგნალი გახდა სხვა დონორებისთვისაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოგცა პირველი 200 მილიონი დოლარი, შემდეგ კი სხვებმა: აზიის განვითარების ბანკმა, მსოფლიო ბანკმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა, ევროკავშირმა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა და ა.შ. მთლიანობაში საუბარია 1.5 მილიარდ დოლარზე.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)