|
2020-06-27 16:49:00, 1842 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ - დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!
„დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ - დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!“- ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელის პირად გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, ოპონენტებმა საკუთარი მიზნებისთვის ტრაგედიაც კი გამოიყენეს. „რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო, გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, რაში გაინტერესებსო, ფეისბუქზე რატომ წერო, ბოლოს - „ტიკ-ტოკი“ რატომ გაქვსო. რაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა, მას მერე სულ უჩიჩხინებენ. არადა, არ უნდა ამ ადამიანს პოლიტიკასთან გაკარება, არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე და თავის სიხარულს, ინტერესებს, გულისტკივილს, ცხოვრების საინტერესო მომენტებს გამოხატავს ისე, როგორც უნდა, როგორც ნებისმიერი თქვენგანი. უბრალოდ, ბევრად უფრო მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა. ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და „ხელებიც დამიბანია“. ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ „ფეიკმოღვაწეობაზეა“, ეს სტატუსი ისევ „მთავარ“ მატყუარაზეა... საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის. ამორალურია ეს ყველაფერი! დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ - დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!“, - წერს კალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)