|
2020-06-26 12:33:17, 1785 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ღრმავდება, რაც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს
ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღეს, როგორც ფაქტი გრძელდება და აქტიურად ღრმავდება; ეს არის ის მიმართულება, რომელიც ფუნდამენტში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული განზომილებები, როგორიც არის განათლების მიმართულება, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, შრომის ბაზრები და ა.შ. „ყველაზე მნიშვნელოვანი შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენთვის უნდა იყოს როგორც ევროკავშირთან დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომი განვითარება, ასევე ახალი სფეროების გახსნა და აქ რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კავშირგაბმულობის ყველა სფეროს, ყველა მიმართულების როგორც ტრანსპორტის, ასევე სხვადასხვა სახის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. აქ უაღრესად ეფექტურად გამოსაყენებელია ის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან კავშირი შავი ზღვის კომპონენტის გათვალისწინებით და ამ მიმართულებით ჩვენ უაღრესად აქტიურები უნდა ვიყოთ. ჩვენ დღევანდელი მოხსენება, რომლითაც პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე წარვდგებით, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ სამთავრობო პროგრამის ოთხი მიმართულებით კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბროთ",- აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)