00:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 10:31:43, 1601 ნახვა

პოლიტიკა
დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას გეგმავს.

ოპოზიციის წევრებს გიორგი გახარიასთან გარკვეული კითხვები აქვთ.

„გახარიასთან გვაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა იმიტომ, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი. უამრავი ადaმაიანი მოგვმართავს, რომლებმაც ვერ მიიღეს სახემწიფოს ის ძალიან მწირი დახმარებაც კი.

ჩვენ დღემდე ვერ გავიგეთ რა არის სამოქმედო გეგმა ქვეყნის გახსნასთან დაკავშირებით და რა პროგნოზი არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროსთვის, როგორიცაა ტურიზმი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გახარია პარლამენტის წინაშე მესამედ წარსდგება. პირველად ის საკანონმდებლო ორგანოში 27 მაისს წარდგა და პარლამენტს კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა, მეორედ კი 29 მაისს - ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics