|
2020-06-25 15:20:02, 2105 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
„ვისოლი“ მცხეთის რაიონ სოფელ საგურამოში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურს ხსნის და ქვეყანაში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმატს სთავაზობს, - აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ ვისოლიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საგურამოს კომპლექსი, უკვე მესამე ობიექტია ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი ვისოლის მომსახურების ცენტრების შემდგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას Smart-ში პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს, ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე, მომხმარებლებს Smart-ის სუპერმარკეტებში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანი, „smartკაფეს“ ახალგამომცხვარი, უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული ელით, უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასი კი, smart pay-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე უნი-card-ით, ქსელთან შედარებით საწვავის 15-20 თეთრით ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა იქნება, რაც დამატებითი მოტივაციაა ვისოლის ერთგული მომხმარებლისთვის. „მოხარული ვართ, საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითაროთ, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთაად, დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ. ვისოლი ჯგუფის მომსახურების ცენტრები, უკვე ხშირად, ვისოლის ავტოგასამართი სადგურის გარდა, სმარტის სუპერმარკეტს, ვიანორის ავტომომსახურების ობიექტს, ვენდისა და დანკინის რესტორნებს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ კი, ვისოლის პირველი თვითმომსახურების სადგური გავხსენით. ახალი ფორმატის smart pay, ავტოგასამართი სადგურები ვისოლის მომსახურებას უფრო კომფორტულს ქმნის. ამის გარდა, უნიქარდით 15-20 თეთრიანი შეღავათი საწვავის ფასზე, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მგზავრებისთვის“, - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა. სმარტის საგურამოს სუპერმარკეტში 10-მდე ახალი თანამშრომელი დასაქმდა. „ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვისის პროდუქტებს შეთავაზებით, საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ, მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამართველოსთან, თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას ასევე, გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. ვისოლი i-space-თან თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის, ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს, ვისოლი საქართველოში „ეკოს“ ბერძნული საწვავის ექსკლუზიური იმპორტიორია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)