|
2020-06-25 13:39:25, 1776 ნახვა
საზოგადოება
დავით წითლიძემ და ირაკლი ქადაგიშვილმა, რეგიონში სარწყავი სეზონის მიმდინარეობასა და ადგილზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს
საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რეგიონში სარწყავი სეზონის მიმდინარეობასა და ადგილზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს სამელიორაციო სისტემებზე - მაგისტრალურ და გამანაწილებელ არხებზე უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები. ყურადღება გამახვილდა ანტიკრიზისული გეგმით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის, კერძოდ, მელიორაციის კუთხით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ, ადგილობრივების მაქსიმალური ინფორმირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით: • შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება, რომელიც 2020 წლამდე წარმოიქმნა, ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ; • 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება ყველა ის წყალმომხმარებელი, ვინც სარგებლობს ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებით 10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს. აღნიშნული მიმართულებით, თემატური, საინფორმაციო - სამუშაო შეხვედრების ჩატარება, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით, რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)