15:10 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 12:04:04, 1673 ნახვა

სამართალი
ალექსანდრე კობაიძე - ვერსია, რომ შაქარაშვილი ბოლოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა ნახეს, რეალობას არ შეესაბამება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული მორაგბეების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმეში ჩნდებიან, გიორგი შაქარაშვილი უკვე იქ აღარ იმყოფებოდა.

როგორც კობაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტებს განუცხადა ვერსია, რომ ბოლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა გიორგი შაქარაშვილი ნახეს, რეალობას არ შეესაბამება.

„მოგეხსენებათ, გუშინ ერთ-ერთი მოწმე გამოვიდა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მან საკუთარი თვალით დაინახა. კონკრეტულად მან თქვა, რომ მანქანა, როდესაც გაჩერდა, ამასობაში ორი ადამიანი გაიქცა, სულ ექვსნი იყვნენ, ხოლო ის ორი ადამიანი, რომელიც გაიქცა, თვითონ და გიორგი შაქარაშვილი იყო. ლოგიკას რომ გავყვეთ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც აღნიშნულ საქმეში ჩნდებიან და „ტოიოტა ქამრის“ ავტომანქანით გადაადგილდებიან, უკვე გიორგი იქ არ იმყოფება, ე.ი. ვერსია, რომ ბოლოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება. ფაქტია, რომ აღნიშნულმა პირმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ ბოლო მანქანის მისვლამდე გიორგი იქ არ იყო.

„მერსედესში“ ვინც ისხდნენ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისიანებს ეძებდნენ და სწორედაც ეძებდნენ იმიტომ, რომ კონფლიქტი აერიდებინათ. როგორც ირკვევა, რკინის ხელკეტი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანიდან არ არის ამოღებული, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, „მერსედესის“ ტიპის ავტომანქანიდან ამოიღეს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

კითხვას, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ მის დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და რატომ ჩავიდნენ ისინი ადგილზე, კობაიძე პასუხობს, რომ მათი მიზანი ინტელექტუალური დახმარება იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics