|
2020-06-25 10:46:56, 2021 ნახვა
ეკონომიკა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მაისში, წინა თვესთან შედარებით, 25.40 მლნ ლარით შემცირდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა(ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 25.40 მლნ ლარით (0.07%-ით) შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.20%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთის 34.18 მლრდ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სების ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცმული სესხების მოცულობა 28.45 მლნ ლარით(0.20%-ით) შემცირდა, ხოლო უცხოულრი ვალუტით გაცემული სესხების მოცულოვბა 3.45მლნ ლარით(0.02%-ით) გაიზარდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.20%-ით). როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2020 წლის მაისის ბოლოს კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.44 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 12.18 მლრდ ლარი. „2020 წლის მაისის განმავლობაში 0.29-ით ანუ 48.59 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის 16.72 მლრდ ლარი შეადგინა. ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის მთლიანი სესხის ლარიზაციის კოეფიციენტი 41.86 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით“, - განაცხადეს სებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)