2020-06-25 10:32:02, 2656 ნახვა
რეგიონი
ბესარიონ სიმონიშვილმა ქუთაისში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა
ქუთაისში მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ერემეიშვილმა ადგილზე მოინახულეს.
ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს როგორც განსახლების, ისე დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამები დეტალურად გააცნო.
სააგენტოს დირექტორმა შეხვედრების მონაწილე დევნილების პრობლემები პირადად მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),