|
2020-06-24 13:02:26, 1727 ნახვა
სამართალი
ხელთ მიჭირავს წერილი, სადაც ჩვენ ვხვდებით არაერთ ტყუილს - საძაგლიშვილი კუჭავას ევროპარლამენტარების მოტყუებაში ადანაშუალებს
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტის წევრებისთვის გაგზავნილ წერილს. საძაგლიშვილის განცხადებით, წერილში ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათ რა მკვლელობაც მომხდარა ყველაფერი დაბრალებულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გიორგი რურუას. „მე ხელთ მიჭირავს წერილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ გაუგზავნა ევროპარლამენტის წევრებს, სადაც ჩვენ ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათ რა მკვლელობაც მომხდარა ყველაფერი დაბრალებულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გიორგი რურუაზე. საუბარი არის 93-94 წლებზე და მას შემდეგ დაახლოებით 10 წელი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი იყო ხელისუფლებაში, ხოლო 2012 წლის შემდეგ, 8 წელი უკვე "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და არც ერთხელ კითხვაც კი არ დასმულა გიორგი რურუასთან ამ საქმეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)