13:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-29 10:53:11, 641 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ბორჯომის რაიონებში მცხოვრებმა 30 პირმა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 8041 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 18 ჭურვი, სხვადასხვა სახის 77 ხელყუმბარა, სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი, 8 გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“, 400 გრ ტროტილი, 25 ამფეთქი ფალია, 4 საკვამლე კოჭა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის 9 ამფეთქი და 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics