|
2020-06-23 18:52:08, 1643 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად
22 – 26 ივნისს საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული ჩატარდება. ამით ქვეყანა უერთდება ევროკავშირის ანალოგიურ კვირეულს, რომელიც 2006 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გამოცდილების გაცვლას და ახალი იდეების წახალისებას სათბური აირების გაფრქვევის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის მიზნების მისაღწევად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, “კვირეული კარგი საკომუნიკაციო პლატფორმაა ხალხთან ეფექტური დიალოგის წარმოებისთვის, რათა მოვუთხროთ, რას ვაკეთებთ ქვეყნის უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისთვის და მოვისმინოთ მათი შეფასებები და შეხედულებები.” “მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სიჭარბით, მის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. ჩვენ ვახორციელებთ დაბალანსებულ ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებში ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის ღონისძიებების მხარდაჭერა და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება და ამ კუთხით ახალი ევროპული ტექნოლოგიების დანერგვა” , - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო, ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით, უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ რეფორმას ახორციელებს. “ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობის დანერგვა საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორებში, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და სხვ” , - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენების წახალისების კუთხით მიღებული კანონმდებლობა, ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რათა ქვეყნის ენერგეტიკა უფრო კონკურენტული და მიმზიდველი გახდეს.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)