|
2020-06-23 14:49:32, 1810 ნახვა
სამართალი
ვლადიმერ ბორცვაძე - გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით არ იკვეთება
გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით არ იკვეთება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის და იმ შემთხვევაში, თუ შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია იქნება მყისიერი. „ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული არ არის. როგორც გითხარით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმეში შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი. „ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ-ჯერობით არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს, ექსპერტები მუშაობენ. ჯერ-ჯერობით დასკვნა ჩვენ არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ ექპერტიზის დასკვნას, რომელიც გასცემს კითხვებს პასუხს, თუ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)