|
2020-06-23 10:24:36, 1372 ნახვა
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხატია წილოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. როგორც რან გიდორმა განაცხადა, საქართველო ისრაელისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ელჩმა მინისტრის მოადგილეს, აგრარული მიმართულებით ცოდნის გაღრმავებისა და გაზიარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისრაელის გამოცდილი სპეციალისტების მიერ ონლაინ ტრენინგის ორგანიზება შესთავაზა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისრაელის სახელმწიფოს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსა (MASHAV) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, წილკნის ბაზაზე, ისრაელის გამოცდილების გაზიარებით, სასათბურე მეურნეობასა და ღია გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზა, სოფლის მეურნეობის საკვლევ-სადემონსტრაციო სივრცეს წარმოადგენს. წილკნის ბაზაზე განთავსებულ ბიონაკვეთებში, საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულ-ბაღჩეულისა და სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშის წარმოება/გამოცდა მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდა.
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)