|
2020-06-22 18:26:35, 1534 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის საუკეთესო თანამშრომლები და სერვისცენტრები დაჯილდოვდნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, მომსახურების დეპარტამენტში არსებულ სტრუქტურულ დანაყოფებში, რომლებსაც გადამხდელებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების გაწევა უწევთ, მომსახურების ხარისხის შეფასების კვლევა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების 16 სერვისცენტრში, 150 თანამშრომლისა და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის 27 ოპერატორის შეფასება განხორციელდა. აღნიშნული კვლევის შედეგად დამუშავებულ მასალებზე დაყრდნობით, საუკეთესო მომსახურების გამწევი 33 თანამშრომელი დასახელდა, ხოლო საუკეთესო სერვისცენტრის სტატუსი ისანი-სამგორის, ქუთაისისა და ფოთის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს მიენიჭათ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ წარმატებულ თანამშრომლებსა და გამარჯვებული სერვისცენტრების ხელმძღვანელებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შემოსავლების სამსახური ყოველწლიურად ახორციელებს თანამშრომელთა მხრიდან გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასებას და თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისების მისაღებად მუდმივად ატარებს სხვადასხვა სახის კვლევებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)