21:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 11:40:13, 1318 ნახვა

პოლიტიკა
დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებენ

დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე, ჟენევაში, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის, მარიამ ნარჩემაშვილის განცხადებით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის განგრძობით პროცესზე გამოთქვამს  შეშფოთებას.

მარიამ ნარჩემაშვილი აღნიშნავს, რომ რეზოლუცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„ყურადღება გამახვილდება საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელებაზე. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რეზოლუციაში ცალსახადაა გამოთქმული მიუღებლობა იმ მდგომარეობისა, რაც არის შექმნილი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ“, განაცხადა მარიამ ნარჩემაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics