02:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 10:51:26, 1226 ნახვა

საზოგადოება
კონკურსის „ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ გამარჯვებულების დაჯილდოება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებისათვის ჩანახატების კონკურსი ,,ბიომრავალფეროვნების როლი ჩვენს ცხოვრებაში” და გრაფიკული პოსტერების კონკურსი სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“  კონკურსის მონაწილეები დააჯილდოვა.

შერჩეული საუკეთესო პოსტერების და ჩანახატების ავტორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა  მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე. ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად კაცობრიობის ტექნოლოგიური თუ ეკონომიკური განვითარებისა, ადამიანები სრულად არიან დამოკიდებულნი ბიომრავალფეროვნებაზე.

კონკურსანტებმა ღონისძიებაზე თავად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და ბუნებასთან მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე. მონაწილეების მიერ 100-მდე საკონკურსო საინტერესო და ორიგინალური ჩანახატი და პოსტერი იქნა წარმოდგენილი. მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი წვლილი შეეტანათ 2020 წლის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში.

ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის ყველა მონაწილეს ელექტრონული სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო ჟიურის მიერ გამოვლენილ სამი საუკეთესო პოსტერისა და ჩანახატის ავტორი სერთიფიკატთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics