03:58 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 17:31:09, 1430 ნახვა

საზოგადოება
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა პირად მცველთა სპეციალური კურსი დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს.

პროგრამა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტთან კოორდინირებულად მომზადდა. კურსი დღეს საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. მსმენელებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

ტრენინგის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა უმაღლეს პირთა დაცვის ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში საჭირო ინფორმაცია მიიღეს, პირადი მცველის პროფესიული უნარები განავითარეს და პრაქტიკული მეცადინეობები შეასრულეს. ისინი ინდივიდუალური მცველის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებსაც გაეცნენ.

კურსის ფარგლებში მსმენელები დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით, ავტომობილისა და ოთახების დათვალიერების ტექნიკას დაეუფლნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics