|
2020-06-19 11:29:11, 1986 ნახვა
ეკონომიკა
2020 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2.2%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში 2020 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2%-ით, ხოლო დეფლატორი 6.1%-ით გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 063.8 მლნ. ლარს გაუტოლდა. „ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5.7 პროცენტი), მშენებლობა (6.7 პროცენტი), განათლება (7.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (4.7 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (1.6 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-13.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-6.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.6). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), მშენებლობა (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)