|
2020-06-18 15:53:19, 1452 ნახვა
საზოგადოება
პრორუსული - ასე უწოდებს გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ფედერალური პროკურატურის ვებ-გვერდზეა განთავსებული. უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში საუბარია ხანგოშვილის ურთიერთობაზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მთავრობა პრორუსულად არის მოხსენიებული. „დაკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის წინააღდმეგობა რუსეთის ხელისუფლების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ასევე, საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ“, - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. გერმანიის პროკურატურის ოფიციალური დასკვნით, ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)