|
2020-06-17 13:20:25, 1331 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - რუსეთის საპატრიარქოს მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსების სურვილი ჩვენთვის სრულიად მიუღებელია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო წერილს ავრცელებს, რომლითაც მიმართავს რუსეთის საპატრიარქოს და აცხადებს, რომ რუსული მხარის მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსება ქართული მხარისთვის მიუღებელია. აღნიშნულ წერილს ხელს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე აწერს. როგორც წერილში ვკითხულობთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველებზე სულიერ მზრუნველობას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ახორციელებს და ამიტომ არის მიუღებელი რუსული მხარის მიერ ქართული სამრევლოს დაარსების სურვილი. მათივე ინფორმაიით, რუსული მხარე ქრთველებისთვის პირველი წირვის ჩატარებას 20 ივნისს გეგმავს. როგორც საპატრიარქოს წერილშია აღნიშნული, იმედოვნებენ, რომ ეს „გაუგებრობა“ დროულად აღმოიფხვდრება და არ გახდება ორმხრივ ურთიერთობებში „დაბრკოლების“ მიზეზი. ცნობისთვის, ამ დღეებში სოციალურ ქსელში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის არქიმანდრიტ იეროთეოზის (მარგველაშვილი) განცხადება გავრცელდა, იმის შესახებ, რომ 20 ივნისს პარიზში ქართული სამრევლო იქმნება. განცხადებია მიხედვით, სამრევლო მოსკოვის საპატრიაქროს, დასავლეთ ევროპისა და სლავიანური დიასპორის მმართველის , მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა – კურთხევით არსდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)