05:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 13:20:16, 1241 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში, დამწვარი ბაზრის მიმდებარედ, მოვაჭრეები აქციას მართავენ

ვარკეთილის დამწვარი ბაზრის მიმდებარედ მოვაჭრეები აქციას მართავენ.

აქციის წევრები კვლავ ბაზრის ტერიტორიაზე შესვლასა და გადარჩენილი პროდუქციის ნახვას ითხოვენ. ამასთანავე, ისინი თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ადმინისტრაცია მოვაჭრეებს ადგილზე შესვლის საშაულებას არ აძლევს.

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სადაზღვევო კომპანია ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებულ ყველა დაზარალებულს დანაკარგს აუნაზღაურებს. მერის ინფორმაციით, დაზარალებულების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, მერიაც მზად არის ჩაერთოს ამ განხილვებში და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, ვარკეთილში შერეულ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 25 სახანძრო-სამაშველო მანქანა და ავტოცისტერნა მუშაობა. დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო რუსთავიდან და წყნეთიდან. წინასწარი ინფორმაციით, დაწულია 4 000 კვადრატის ფართობის ტერიტორია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics