|
2020-06-16 22:25:24, 1621 ნახვა
ეკონომიკა
10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს - აჭარის მთავრობა ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონებს აცხადებს
საინვესტიციო პროცესების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს. ბიზნესისთვის 10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება უკვე მზად არის. პროექტების მინიმალური საინვესტიციო ღირებულბა 22 600 000 ლარია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დავალება მოეხდინა საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვა, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება. ,,არცერთი საინვესტიციო წინადადება არ უნდა შემოიდოს თაროზე. სამინისტრომ უნდა განაგრძოს მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა"-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, სააუქციონო პროცესი დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა, თითოეული პროექტის მიხედვით, კონკრეტული საპრივატიზებო/საინვესტიციო პირობები უნდა შეასრულონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)