|
2020-06-16 17:37:52, 1396 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, 530 გრძივ მეტრზე 400 და 500 მმ-იანი სანიაღვრე მილები მოეწყო, ასევე, 44 ჭა და ცხაური მონტაჟდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნოსტეს ქუჩაზე, კეკელიძის I გასასვლელსა და კახიანის III შესახვევში მიმდინარეობს. აღნიშნული ქსელი ურიდიას ქუჩის სანიაღვრე კოლექტორზე დაერთდება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ნოსტეს ქუჩაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა. გზის რეაბილიტაცია ვერ განხორციელდებოდა მიმდებარე ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის გარეშე. აღნიშნულ ქსელზე მუშაობის დასრულების შემდეგ, კომპანია GWP-მ უნდა შეცვალოს წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული სისტემა. ბოლო ეტაპი კი ახალი გზის მოწყობა იქნება, რასაც ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 191 110 ლარი გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)