14:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 18:33:04, 1804 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მინდა ყველას მოგიწოდოთ, აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ თქვენ, ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომ აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს, ჩვენს შესანიშნავ სასტუმროებს და  მოინახულოთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყვარელში, დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს კარგი შესაძლებლობაა არამხოლოდ იმისთვის, რომ სასიამოვნოდ გაატაროთ უქმეები იმ შეზღუდვების მერე, რაც გვქონდა მობილობის მხრივ, არამედ ეს ერთგვარი სამოქალაქო თანადგომის  აქტია, ვინაიდან ამით თქვენს წვლილს შეიტანთ ტურისტული ინდუსტრიის გვერდში დგომით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, დილიდან უკვე არის სასიხარულო ცნობები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა რეგიონებში სასტუმროები, პრაქტიკულად, დატვირთულია.

მინისტრის განმარტებით,  ეს იძლევა დიდ იმედს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია უფრო ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან და დაძლევს ამ გამოწვევას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics