|
2020-06-15 16:40:03, 1306 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე დეპუტატებს - მივცეთ მოქალაქეებს მაგალითი, რომ ვასრულებთ პირბადის გამოყენების წესებს
მივცეთ მოქალაქეებს მაგალითი, რომ ვასრულებთ და ვაჩვენებთ ჩვენს დამოკიდებულებას წესების და კანონების მიმართ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, პირბადის ტარება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ გართულებას იმ საფრთხის ფონზე, რაც დღეს გვაქვს. „დღეიდან ძალაში შევიდა პირბადის სავალდებულო გამოყენების წესი, რომელიც შეიმუშავა მთავრობამ ჩვენს მიერ მიღებული საკამნონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. გთხოვთ, პირველ რიგში, ჩვენ მივცეთ მოქალაქეებს მაგალითი, რომ აბსოლუტურად ვასრულებთ და ვაჩვენებთ ჩვენს დამოკიდებულებას და პატივისცემას წესების და კანონების მიმართ. საკმაოდ მარტივია შესასრულებლად ეს წესები. რაღაც განსაკუთრებულ გართულებას, იმ საფრთხის ფონზე, რაც გვაქვს, არ წარმოადგენს. სამაგიეროდ, იძლევა ინფექციის შეკავების ძალიან მნიშვნელოვან კიდევ ერთ კომპონენტს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)