|
2020-06-15 14:29:06, 1671 ნახვა
სამართალი
პოლიციამ სამეგრელოში გამოძალვისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ა.გ., „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.გ. და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი - 2001 წელს დაბადებული გ.გ., ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების - "მაგამედისა" და „ხაკიმის" სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის - თემური გვასალიას (მეტსახელად „თემურ სოხუმსკი“) დახმარებით, მოქალაქეს - 1967 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ა.გ. დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულ ა.გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობას გულისხმობს. ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დაკავებულს ბრალი ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაც წარედგინა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)