|
2020-06-15 14:23:49, 1720 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - საბედნიეროდ, საკმაოდ კარგი კანონმდებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ყველანაირი შემოსულობა ბიუჯეტში აღირიცხებოდეს
„ბატონო რომან, საბედნიეროდ, საკმაოდ კარგი კანონმდებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ყველანაირი შემოსულობა ბიუჯეტში აღირიცხებოდეს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რომან გოცირიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებით იქნა ასახული ბიუჯეტში StopCoV ფონდში მობილიზებული თანხები. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გაწერილია, რომ ეს თანხები შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ან მისგან დაზარალებულების დასახმარებლად. „ეს ფული არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი საჭიროება იქნება. აღნიშნული 133 მილიონი ლარის წაღების თეორიული შანსი საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს, ვერავინ ამ ფულს უკან ვერ წაიღებს, ეს არის ბიუჯეტში შემოსული თანხა, ესაა StopCoV ფონდის ფული, რომელიც ბიუჯეტში აისახა და მას მაშინ გამოვიყენებთ, როცა ამის საჭიროება დადგება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)