|
2020-06-15 13:21:05, 1179 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი მოსახლეობას - მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში, ერთად აღმოვაჩინოთ საქართველო!
ადგილობრივი ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ლამისყანიდან მიმართავს. ზურაბიშვილი ადგილობრივი ტურიზმის გახსნასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა, რამდენიმე კურორტსა და დაცულ ტერიტორიას დაათვალიერებს. „დღეს 15 ივნისია. დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში. აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ნაკლებად ცნობილია და ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მართლაც აღმოჩენად ღირს. დღეს ლამისყანაში ვართ, თბილისთან ახლოს, ერთი საათის სავალზე. ლამისყანის ეს ციხესიმაგრე ჯერ ქსნის ერისთავების, შემდეგ კი, ჯამბაკურ-ორბელიანთა ციხესიმაგრე იყო. აქედან გაიტაცეს დავით გურამიშვილი და ამ სოფელში, თუ არ ვცდები, დაახლოებით ორმოცდაათამდე ძეგლი, ძველი მარანი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის მართლაც აღმოსაჩენი. ჩვენ დღეს აქედან წავალთ და ბევრ სხვა ადგილს გაჩვენებთ. შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს Facebook გვერდზე, ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ აუცილებელია, მაინც დავიცვათ სიფრთხილე, ყველა ერთად ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად!", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)