|
2020-06-15 12:37:11, 1278 ნახვა
საზოგადოება
პირბადის ტარება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სასუნთქი სისტემის პრობლემის მქონდე და შშმ პირებისთვის, სავალდებულო არ იქნება
ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკიდან გამომდინარე, დაწესდა გამონაკლისები. კერძოდ ასეთ ადამიანებს პირბადის არ ტარების შეთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრებათ. აღნიშნულ გამონაკლისს მიეკუთვნებიან 6 წლამდე ასაკი ბავშვები, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ასაკამდე ბავშვისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. ასევე, გამონაკლისს მიეკუთვნებიან იმ ადამიანებს, ვისაც სასუნთქი სისტემის პრობლემა აქვთ - ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ. პირბადის ტარება არ იქნება სავალდებულო სპეციალიზებურ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სერვისის მიწოდებისას, მაგალითად ლოგოპედის მომსახურება. სხვა ყველა შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულოა. შეგახსენებთ, რომ დღეიდან პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში გადაადგილების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 20 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)