|
2020-06-15 11:33:41, 1642 ნახვა
ეკონომიკა
პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.4 პროცენტით შემცირდა
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 887.2 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.0 მილიონი ვიზიტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. მათი ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.4 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებზე. ასევე, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. „2020 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.9 პროცენტს შეადგენდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 32.1 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 15.0 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 305.1 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 178.5 ათასი ვიზიტი თვეში). ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით. 2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 127.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 4.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.7 პროცენტით და 122.3 ლარს უტოლდება“, - განაცხადეს საქსტატში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)