2015-08-27 10:47:51, 500 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შშმ პირთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გაიმართება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ქალთა კავშირის „რეა“ გამგეობის თავმჯდომარემ ელისო რეხვიაშვილმა მოაწერეს ხელი.
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამებისა პროექტების განხორციელებაში შეძლებისდაგვარად მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან