16:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 17:04:22, 2223 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ნებისმიერ სცენარში, ოქტომბერში თუ დეკემბერში, „ოცნება“ წავა პოლიტიკური სცენიდან

ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, „ოცნება“ წავა პოლიტიკური სცენიდან, - ასე გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე არჩევნების თარიღის შესაძლო გადატანის საკითხზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას.

ხაზარაძის განცხადებით,  ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, „ოცნება“ წავა პოლიტიკური სცენიდან.

„იმდენი ტყუილი მოვისმინეთ ხელისუფლებისაგან,  რომ ქართულ საზოგადოებაში ნდობა აქვს დაკარგული. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მოქმედებით და ნაბიჯებით რეპუტაცია ისე შეილახა, საქართველოშიც და მსოფლიო დონეზეც, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათ არ გაუჭირდებათ, მორიგი ტყუილი თქვან. მათი მხრიდან მოულოდნელი არ იქნება, თქვან, რომ სადღაც ისევ იფეთქა ეპიდემიამ და ამიტომ მოგვიწია არჩევნების გადადება. მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა: ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, „ოცნება“ წავა პოლიტიკური სცენიდან, იმიტომ რომ მათ ამოწურეს მორალური, ეთიკური, ადამიანური და ყველა სხვა რესურსი, რაც კი შეიძლება ჰქონოდათ ამ 8 წლის განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ Covid-19-ის  მეორე ტალღა 31 ოქტომბრამდე იქნება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics