2015-08-27 10:26:48, 857 ნახვა
საზოგადოება
ერისთავის ქუჩაზე ყოფილი კიროვის ქარხანა დაიწვა
დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე, წუხელ ყოფილი კიროვის ქარხანა დაიწვა.
ქარხანაში სამშენებლო მასალები და მცირე საამქროები იყო განთავსებული.
შენობის საყრდენი კედელიც დაზიანდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზარალებული მოქალაქეების თქმით, მათ დიდი ზარალი მიიღეს.
ამ დროისთვის, ყოფილი კიროვის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. იგეგმება შენობის ერთ-ერთი კედლის დემონტაჟი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან