19:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 14:16:38, 1177 ნახვა

რეგიონი
აბასთუმანში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობა წყდება და მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

„სოფელ აბასთუმნის მიმდებარედ მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა თერმული დრონის საშუალებით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხდა ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები. საბოლოო ინფორმაციით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics