|
2020-06-14 11:16:00, 1502 ნახვა
საზოგადოება
„ცოდნის ინდიკატორი“ - პროექტი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის შემოწმებაში
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სკოლის 564 000 მოსწავლე და მილიონობით ახალგაზრდა მთელს მსოფლიოში ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. დისტანციურ სწავლებას თავისი სირთულეები ახლავს და, რა თქმა უნდა, სრულყოფილად ვერ ანაცვლებს სტანდარტულ საგანმანათლებლო პროცესს. სწორედ ამიტომ ,,კინგსმა“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით შექმნა ახალი პროდუქტი ,,ცოდნის ინდიკატორი“, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება დისტანციური სწავლებისას განვლილი მასალის ცოდნის შემოწმებაში. ტესტირება შესაძლებელია ვებგვერდზე www.kings.ge, რეგისტრაციის შემდგომ მოსწავლე იწყებს უფასო ტესტირების პროცესს. ტესტის დასრულების შემდეგ, სამ სამუშაო დღეში, მოსწავლე მიიღებს პერსონალურ უკუკავშირსა და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს დარგის ექსპერტებისგან. რეკომენდაცია გაიცემა თითოეული კომპონენტის (თემატიკის) გაანალიზების შედეგად. ,,ცოდნის ინდიკატორი“ მოიცავს ყველა სასკოლო საფეხურის (1-12) სამი ძირითადი საგნის - ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის ცოდნის კომპონენტებს. ტესტირების გავლა მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია. ,,კინგსი“ განათლების სფეროში 2012 წლიდან საქმიანობს და მისი მიზანია, ზოგადი განათლების დონის გაზრდა სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლებითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით მათ მიერ ორგანიზებულ სასწავლო აქტივობებში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)